Archive for the ‘აზარტული თამაშები’ Category

ქართული პოკერ–რუმები

დავიწყებ იმით, რომ საქართველოში ყველა ვებ–გვერდი, სადაც შესაძლებელია პოკერის თამაში,  არის აზარტული თამაშების და არა მხოლოდ პოკერის. ჯერერობით არც ერთი მათგანი არ გასცემს საწყის კაპიტალს, განუვითარებელია პოკერის სკოლა და ყველაზე ცუდი საერთო მინუსი არის ჰოლდემ მენეჯერთან მათი შეუთავსებლობა. ჰოლდემ მენეჯერის განხილვაზე დროს არ დავხარჯავ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჰოლდემ მენეჯერი2 შესაძლებლობას იძლევა, არა მხოლოდ მოთამაშეების სტატისტიკის დამახსოვრების, არამედ შენი მოსალოდნელი მოგების, expected value–ს რეალურ მოგებასთან შედარების. ქართველი მოთამაშეებისთვის ეს უკანასკნელი ამჟამად გასანკუთრებით სასარგებლო იქნებოდა, რადგან ძალიან გავრცელებულია ეჭვები ქართულ პკერ–რუმებში არსებულ სოფტში ჩადებული ალბათობის რეალობასთან შეუსაბამისობის თვალსაზრისით (ამ ეჭვებს მეც ხშირად შევუწუხებივარ და არც ახლა ვარ დარწმუნებული რამეში). იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქართული რუმი მოახერხებს ჰოლდემ–მენეჯერ2–ის დაყენების უფლების მოპოვებას, (სავარაუდოდ პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები იქნება შესატანი), დიდ უპირატესობას მოიპოვებს სხვა რუმებთან შედარებით, შესაძლოა, არა მომენტალურად, მაგრამ პოკერის განვითარებასთან ერთად ეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

1. europe-bet.com – პირველი პოკერ რუმი, საუკეთესო სოფტი საქართველოში: დიზაინი, ფუნქციები, რეიკ–ბექი, ჰაი ჰანდ ბონუსი, ბედ ბით ჯეკპოტის სისტემა და ა.შ.ფორმალური მხრივ, მსოფლიოს მოწინავე საიტებს არ ჩამოუვარდება. ქეიშ–გეიმის მხრივ, ყველაფერი კარგადაა, შეგიძლია მაგიდების დამოუკიდებლად შექმნაც, თუ წამგებიანად თვლი ბბჯ მაგიდებზე თამაშს და ა.შ. რამდენადაც გავარკვიე, ლიცენზირებული კომპანიისგან, სახელად TS (თუ სწორად გავიგონე სატელეფონო საუბრისას) აქვთ შეძენილი სოფტი.

ტურნირები: გამართული სტრუქტურა, კარგი მოთამაშისთვის ხელსაყრელი, სატელიტებსაც კი საკმაოდ მისაღები სტრუქტურა აქვთ, თავად სატელიტის სტილთან შესაბამისი, სუპერტურბოა, თუმცა თითქმის ყველა სატელიტს 100ბბ–თი იწყებ, რაც დისპერსიას საკმაოდ ამცირებს და თამაშის საშუალებას გაძლევს.

ტურნირების მხრივ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკმაოდ ბევრი მინუსები აქვს ამ საიტს, კერძოდ, მათი სიმწირე, მსგავსება ერთმანეთთან: ყველა ტურნირზე დაშვებულია რებაი–ედონი, არ აქვთ არც ერთი ფრიზ აუთ ტურნირი. ყველა ტურნირზე არის გვიანი რეგისტრაცია, რაც ტურნირის დაწყებისას მისი დასრულების დროის განსაზღვრას შეუძლებელს ხდის, ასევე შეუძლებელია განსაზღვრო მისი მათემატიკური მომგებიანობა, ვერასდროს გაიგებ ოვერლეის თამაშობ თუ პირიქით და ა.შ.

ამ საიტის მენეჯმენტის დიდი მინუსია “წართმევია–მიცემიობა”. ხშირად ხდება გარკვეული სიახლეების შემოტანა და მერე უკან გატანა, მაგალითად, Tournament Money, ჰაი ჰენდ ბონუსი, რომელიც შემოიღეს, შეაჩერეს და განაახლეს ისევ.

ხშირია დაუსაბუთებელი და ალოგიკური გადაწყვეტილებები, მაგალითად ტმ–სთან დაკავშირებით: როცა შემოიღეს Tournament Money, შესაძლებელი იყო მისი გამოყენებით ნებისმიერ ტურნირზე დარეგისტრირება. შემდეგ, სრულიად დაუსაბუთებლად, ტმ–თი დარეგისტრირება მხოლოდ სპეციალურ ტმ–ონლი ტურნირებზე გახდა შესაძლებელი (ცხადია, გასაგებია, რომ ამის მიზეზი მოგების გაზრდა იყო, რადგან ტმ–ს ნაცვლად მოთამაშე იხდიდა რეალურ თანხას, ტმ–ს განაღდება კი შეუძლებელი იყო და საიტზე გაყინული რჩებოდა და დარჩა), რასაც გვპირდებოდნენ რომ გამოსწორებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ტმ საერთოდ გააუქმეს, უფრო სწორად შეაჩერეს გაურკვეველი ვადით.

არ ებრძვიან თიმ–ფლეის, მაშინ, როცა საშუალოდ მხოლოდ 2000 ადამიანი თამაშობს ამ საიტზე, ხოლო წამყვან უცხოურ საიტებზე მილიონობით ადამიანებს აკონტროლებენ და თიმ ფლეის შემთხვევაში უბლოკავენ ექაუნთს და საერთოდ განაძევებენ ტურნირიდან, ქეშზე – მაგიდიდან და თანხას ახევენ. უშვებს ერთი კომპიუტერიდან ორი ექუნთით ერთდროულად თამაშის შესაძლებლობას, კერძოდ პროგრამიდან და ფლეშ ვერსიით: ამის გამოსწორებას, როგორც ჩანს, ჯერ არ აპირებენ.

ევროპაბეთის სასიხარულოდ უნდა აღინიშნოს, რომ “რასაც გვინდა იმას ვიზამთ”, “ძირს მომხარებლისთვის რამის ახსნა” მიდგომა მხოლოდ მათ არ აქვთ, მეტიც აჭარაბეთის ოპერატორმა ეს გულწრფელად განაცხადა სატელეფონო საუბრისას, ცხადია, შენიღბულ “კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას…” ფორმებში.

2. adjarabet.com – (ქვემოთ განხილული აჭარაბეთის ძველ სოფტს ეძღვნება, მალე განვაახლებ როცა ვიხილავ ახალ სოფტს, პოსტი მომიძველდა :D) ყველაზე ცუდი სოფტი, რაც ოდესმე მინახავს და  წარმომიდგენია. საშინელი დიზაინი, ხმები, ფუნქციები, უფრო სწორად უფუნქციობა (არ აქვს სით ჰიარ, არ ათაილებს ნორმალურად მაგიდებს და ა.შ.), არ აქვთ რეიკ–ბექი, არ აჩვენებს ოპენენტების პროცენტებს, შეცდომები კომბინაციებში, მუდმივი ჭედვები და სხვა ხარვეზები უამრავია და აღარ გავაგრძელებ, მოკლედ სოფტი სრულიად უვარგისია. ლიცენზიას რაც შეეხება, ოპერატორი არ იყო ინფორმირებული (უფრო სწორად, უფლება არ მაქვს რომ გითხრათო) და მამცნო, რომ ამის შესახებ მენეჯერს უნდა დაველაპარაკო, რომელიც ორშაბათამდე არ იქნება და ორშაბათს ჩავამატებ.

ტურნირები – არის საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი. სამწუხაროდ, არ აქვთ შესვენება, რაც უდავოდ დიდი მინუსია, მოთამაშეებით გაძეძგილ ტურნირს თუ თამაშობ და 4–7 საათის მანძილზე ან ჭამა მოგინდა ან  არ გაგიმართლა და სხვა რამე, თამაშსაც აფუჭებ და ყველა ვარიანტში სით აუთში გადიხარ (აჭარაბეთი უნიკალურია ამ მხრივ, აბსოლუტურად ყველა რუმს, რაც ოდესმე მსმენია და მინახავს, აქვს ტურნირებზე შესვენება). რაც შეეხება სტრუქტურას, სანდი 100 000 და სხვა ტურნირები, სოლიდური საპრიზოთი, ნორმალური სტრუქტურისაა, ხოლო სატელიტები, ყველა, არის სუპერ–ტურბო, იწყებ 25 ან 50 ბლაინდით, რაც საშინლად დისპერსიულია და არა მხოლოდ: თამაშის საშუალებას ფაქტიურად არ იძლევა. შენც და შენზე დაბალი დონის მოთამაშესაც თითქმის ერთნაირი შანსები გაქვთ (ცხადია თუ ძალიან არ გაგიმართლა და უკანასკნელი დონის ფიში არ შეგრჩა ხელში), ერთადერთი ხავსი, სიტუაციის სწრაფად შეფასება და მოკლე დროში სტრატეგიის ცვლილებაა, რაც იმდენად ცოტა დარიგებაში უნდა მოასწრო, რომ ფაქტიურად შეუძლებელია და რომც მოასწრო ბევრს მაინც ვერაფერს შეცვლი. მოკლედ ეს სატელიტები მხოლოდ მაშინ უნდა ითამაშო, თუ მათემატიკურად ძაან პლუსავოი, ანუ ოვერლეია. საშინელი ხარვეზია ასევე ის, რომ 1–ზე მეტი ბრაუზერით შესაძლებელია შესვლა და თამაში, პირადად მითამაშია ერთდროულად 6 ექაუნთით, შესაძლებელია მეტი ბრაუზერების გადმოწერა და თამაში. ცხადია სოფტი ამის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.

თიმ ფლეისთან სრულიად არაადეკვატური მიდგომა: როგორც ფორუმზე დაპოსტეს, ერთ–ერთი მოთამაშე ბაბლზე შეეჩეხა თიმფლეის და დარეკა ქოლ ცენტრში, სადაც მოახსენეს, რომ მათთან ეს (თიმ ფლეი) შეიძლება. საკუთარ ტყავზეც არაერთხელ გამოვცადე თიმ ფლეისთან თამაშის სიმწარე. სამწუხაროდ, რაღაცების გამოსწორება “ნულოვანი ტოლერანტობის” პრინციპით დაიწყეს და ამ დროს, როგორც მოსალოდნელი იყო, არც ისე სუფთა და სამართლიანი რაღაცები მოხდა, რაზე საუბარს არ გავაგრძელებ, რადგან საკუთარი პრობლემების განხილვით, დიდი შანსია, ობიექტურობა დავარღვიო.

ამ საიტის დიდი პრობლემაა გაუცნობიერებელი ოპერატორები, გაზეპირებული ფრაზებით. ხშირია შემთხვევები, როცა ვრეკავ და საათობით უშედეგოდ ვცდილობ ელემენტალური საკითხის ახსნას. საკუთარი აზრის გადმოცემის პრობლემა არასოდეს მქონია, სიტყვაზე ან პოსტებზე მენდეთ :D. ბოლოდროინდელმა ჩემმა ზარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მათი გადაწყვეტილების გაპროტესტებისას ქალბატონმა ოპერატორმა წივილ–კივილით მომახსენა, ყველანაირად შევეცდები, რომ საერთოდ დაგბლოკონო. სავარაუდოდ, საკუთარი აზროვნების უსუსურობამ გააღიზიანა, როცა მიხვდა, რომ ერთი და იმავის გამეორებით ლოგიკური კითხვების კორიანტელს თავს ვერ დააღწევდა :D, მოკლედ მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა ერთადერთი იყო, რაც აკლდა ქოლ ცენტრის “სრულყოფილ” მომსახურებას.

საერთო ჯამში ეს საიტი მაინც ყველაზე პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სუსტი სოფტი აქვთ, აქ მოთამაშეთა რაოდენობა სხვა რუმების მომხმარებლებს ბევრად აღემატება. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, რეგისტრაციის სიმარტივეში, კარგად განვითარებულ ტოტალიზატორის სისტემაში(რაშიც მე ვერ ვერკვევი) და  ტოტალიზატორებიდან გადმოსული ფიშების სიმრავლეშია, რეგებიც იქ არიან, სადაც მეტი ფიშია, ასევე თავისი წვლილი შეაქვს ტურნირების სიმრავლეს და მრავალფეროვნებას, რაშიც ამ რუმთან სხვა ვერც ერთი ქართული რუმი ახლოსაც კი ვერ მივა.

3. playadjara.com – ამ რუმზე თითქმის არ მითამაშია და ბევრს ვერაფერს დავწერ. რეიკ–ბექი რომ არ აქვთ ეგ, რა თქმა უნდა, დიდი მინუსია, რაც შეეხება დიზაინს, ცუდი ნამდვილად არ არის, ფუნქციებიც დამაკმაყოფილებელია, რაღაცით ტიტან–პოკერისას მაგონებს (ნოუთსების და ჩათის სტილით). აქციები საკმაოდ კარგი აქვთ, ოფლაინ კაზინო საქართველოში ყველაზე პოპულარული, ონლაინიდან ოფლაინ თამაშში მოხვედრის საკმაოდ მოქნილი სისტემა. ეს ჯერჯერობით ახალი საიტია და ყველაფერი წინ აქვთ, იმედია რეიკ–ბექს უახლოეს მომავალში დაამატებენ, სტილთან დაკავშირებით, რაც პირველი არ მომეწონა ის “მკვლელი” ხმა იყო, პროგრამაში შესვლისას რომ გაისმის. მე რომ ვწყვეტდე, ამ ხმას აუცილებლად მოვხსნიდი ან რამე უფრო ნორმალური და ძნელად მობეზრებადი მელოდიით შევცვლიდი.

ამ საიტს რასაც ვურჩევდი პოპულარიზაციისთვის, ეს ჰოლდემ მენეჯერ2–ის დაყენების უფლების მოპოვება იქნება, ძალიან ბევრი ითამაშებს, რაღაც პერიოდი მაინც, თუნდაც იმიტომ, რომ “მეკუთვნის და ვერ ვიგებ” მითი დაამსხვრიოს საკუთარ თავთან. ამის შემდეგ, ყველაფერი სოფტის ჯანზე იქნება დამოკიდებული, თუ მომხარებელი იქ თავს კომფორტულად იგრძნობს და პრობლემები არ ექნება, არ გაჭედავს, შესთავაზებენ სიახლეებს და ფუნქციებიც საკმარისი დახვდება, სხვაგან აღარ გადავა, ცხადია, ამ დროს,  რაოდენობის სწრაფად და ერთდროულად გაზრდა უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგიდები საკმარისი არ იქნება და ეტაპობრივად შემოსული მოთამაშეები ვერასდროს ვერ შექმნიან საკმარის რაოდენობას და ეტაპობრივადვე გავლენ უკან, მაგიდების სიმცირით უკმაყოფილოები, მოკლედ ერთმანეთს არ დამეთხვევიან. ამ საიტის რაც მომწონს ისაა, რომ ერთადერთები არიან, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ კომპანიისთვის რეგების მნიშვნელობა, პოკერიდან დისტანციაზე და სტაბილურად მოგების მიღებაში და ასე თუ ისე რეგულარულ მალთითეიბლინგს ახალისებენ. ასევე კარგი იქნება, თუ თავიდანვე მკაცრად დაუდგებიან თიმ ფლეის და სხვადასხვა სახის მაქინაციურ თამაშს.

4. sportbet.ge – საკმაოდ აპოპულარული, თუმცა არც ისე ცუდი საიტი. სხვათაშორის, რამაც ამ საიტზე მომხიბლა, ეს იყო მათი სინდისიერება და ოპერატორების კარგი მომსახურება. გაუქმდა ტურნირი, რომელზეც მოგებული ბილეთების საფასური დაგვიჯდა ანგარიშზე, რაც აჭარაბეთმა არ გააკეთა, მაგალითად. მოკლედ, ლოგიკურად მპასუხობენ კითხვებზე და სამართლიანად რომ ვბრაზდები აქეთ არ მეჩხუბებიან. სოფტი ცუდი არ აქვთ, პროცენტებს თვლის, თუმცა გაყოფის ალბათობას არ ითვალისწინებს, არ აქვთ სით ჰეარ, თუმცა აქვთ ავტომატური რებაი–სასურველ ოდენობამდე შევსება, რაც მალთითეიბლინგის დროს ძალიან მოსახერხებელია, როცა 20–200 ბბ–მდე, შენი თამაშის სტრატეგიიდან გამომდინარე (Smal Stack Strategy, Deep Stack Strategy) გარკვეული მინიმალური რაოდენობით ჯდები. რაშ პოკერიც მხოლოდ ამ სოფტს აქვს, მაგრამ მაგიდების სიმცირიდან გამომდინარე ჯერჯერობით აზრი არ აქვს. მოკლედ ბევრი ისეთი რამე აქვთ, რაც სხვა რუმებზე არ შემხვედრია, მაგრამ ხარვეზებიც არის, მთავარი მაინც ისაა, რომ პოკერის პოპულარიზაციას არ ცდილობენ, ამის მიზეზი რა არის არ ვიცი. ტურნირების რაოდენობაც ძალიან მცირეა, თითქმის არ აქვთ, თუმცა რადგან პოპულარიზაციის არ სურთ, გასაგებია, რომ არც ტურნირების დამატებით იკლავდნენ თავს.

მოკლედ, ნომერ 1 საერთო რჩევა იქნება, ჰოლდემ–მენეჯერ2–ის დაყენებაზე უფლების მოსაპოვებლად გამართონ მოლაპარაკებები, პირადად მე, ვერავინ მომწყვეტდა იმ საიტს,  რომელსაც ეს პროგრამა დაუყენდება, უამრავი რეგი ითამაშებდა ასეთ საიტზე. ამის ნაცვლად, ასევე შესაძლებელია, მსგავსი ტიპის პროგრამა შეუკვეთონ, მანამდე კარგად უნდა შეისწავლონ ანალოგიური პროგრამები და მაქსიმალურად იდეალური შექმნან, რომელიც დაიმახსოვრებს ყველა მოთამაშის ყველანაირ გადაწყვეტილებას, როცა მასთან ერთად ზიხარ მაგიდაზე და ნოუთსების კეთება აღარ მოგიწევს, ეს შეამცირებდა ნიკების შეცვლის პრობლემას, ასევე დაითვლიდა Expected Value-ს და გაფანტავდა ეჭვებს კომპანიის არაკეთილსინდისიერების შესახებ.

ბოლოს, წარმატებებს ვუსურვებ პირველ რიგში საკუთარ თავს, ყველა კარგ მოთამაშეს, ყველა მოთამაშეს რომელიც ცდილობს გახდეს კარგი მოთამაშე, ყველა კომპანიას, რომელიც ცდილობს სამართლიანად და კანონიერად გაზარდოს მოგება და ხელი შეუწყოს პოკერის, როგორც სპორტის სახეობის განვითარებას

My relationship with Poker

ბავშვობიდან მიყვარს აზარტული თამაშები, სადაც მეტნაკლებად ტვინის ჩართვაა საჭირო. 6 წლის ვიყავი ჯოკერი რომ ვისწავლე (წესები მხოლოდ, ცხადია) და ბედნიერი ვიყავი მეზობელ პატარა ბიჭებს კაცი რომ დააკლდებოდათ ხოლმე და მე მაძლევდნენ თამაშის უფლებას. ბევრს აღარ გავაგრძელებ და პოკერზე გადავალ.

2 წლის წინ ვუყურე ფილმს “The Deal”. ფილმში გამოკვეთილი იყო პოკერში არა აზარტის, არამედ ტვინის მუშაობის უპირატესობები. ძალიან დამაინტერესა მოკლედ. ხოდა მე და ჩემმა შეყვარებულმა წესები შევისწავლეთ და ერთმანეთს ასანთის ღერებით ვეთამაშებოდით. პოკერი ყველაზე მეტად მაშინ მიყვარდა. მერე მეგობრისგან რაღაცები შევიწავლეთ. ერთი სტარზე თამაშობდა, მეორე ევროპაბეთზე. ამ დროს მეც დავიწყე ევროპაბეთზე 5 ლარით 100 ლარის მოგებები და ჩვეულებრივი ფიშური სიხარული. არანაირი ბანკროლ–მენეჯმენტი, არანაირი ცოდნა, უბრალოდ მაშინ ხალხმა წესებიც კი არ იცოდა. მერე მე მუშაობა დავიწყე და პოკერს ძალიან იშვიათად ვთამაშობდი. ამასობაში ხალხმა წესები ისწავლა, ზოგმა მეტიც. საბოლოოდ ფული როცა მჭირდებოდა ვიგებდი ხოლმე 1–2–3 საათიანი თამაშით.

მერე სამსახურის თავი დავანებე, პოკერის გამო არა რა თქმა უნდა, მალთითეიბლინგი დავიწყე ევროპაზე 6–9 მაგიდით, ბანკროლ მენეჯმენტით, გადახნული ქართული სტატიებით და ზერელედ წაკითხული წიგნებით. ეიბისი პოკერი ვიცოდი. ვიგებდი ნლ 10–ზე, თვეში 500 ლარს დაახლოებით, მაგრამ სახლში რაღაც გაფუჭდა, 20 ბაინის წესი დავარღვიე, ფული გამოვიტანე და დარჩენილი თანხა წავაგე: დაუნსვინგი + ტილტი. მერე ტურნირებს ჩავუჯექი ევროპაზე, ერთ თვეში 2000 მოვიგე, დაახლოებით 25 ტურნირი მქონდა ნათამაშები სატელიტების გარეშე, დავარიგე ეს თანხა, ძალიანაც კარგად, და სათამაშოდ ცოტა ფული დავიტოვე (მგონი 100 ლარი) და აჭარაზე გადავიტანე, რადგან მართალია კატასროფული სოფტი აქვთ, საშინელება, კოშმარ, ჰორორ, უჟას, მაგრამ ფიშებით იყო გატენილი. მოკლედ მოვიგე იქ, რა თქმა უნდა, 400 გელ, ისევ დამჭირდა ფული გამოვიტანე და 300 დავიტოვე, რაც ნლ 20–სთვის ნაკლები იყო, წავაგე ბედ ბითებით, გავიტილტე, ავვარდი ნლ 50–ზე, ცოტას ვიგებდი, ერთ ბაინს, და 22 სეტი დავიჭირე ფლოპზე. სამი კაცის ოლინი მომქონდა, ჯჯ ხელში პარა, აკ, კ92 ფლოპზე. მოკლედ 90% მქონდა და კაკრაზ გამოვდიოდი, მინუსსაც ვაგდები და პლუსშიც გავდიოდი რივერზე ჯ რომ არ დაედო. სახლში ბიძაჩემი და ბებიაჩემი იყვნენ და რომ შემოეხედათ უეჭველი ეგონებოდათ, რომ ინფაქტი მქონდა. კინაღამ გავსკდი. დავაქეშაუთე და იმის მერე უბანკროლოდ ლიმიტი არც შემიცვლია და არც ჩავჯდომივარ ქეშ–გეიმს (თუმცა ფულის უეცრად დაჭირვების შემთხვევა რას არ გაგაკეთებინებს და არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამას ძალიან იშვიათი გამონაკლისის სახე რომ ექნება რათ უნდა ლაპარაკი, თითქმის 6 თვეა ეს გამონაკლისი არ დამდგარა, საბედნიეროდ), ამის შემდეგ შესვენება გამოვაცხადე, მაგრამ მოულოდნელად, 2 თვე ხელი რომ არ მქონდა პოკერში ნათამაშები, რაღაც ოვერლეი, ძაან პლუსავოი ტურნირი გაიჩითა, ვთამაშე მოვიგე. ამის მერე ჩავუჯექი ტურნირებს და სატელიტებს რას ვუშვებოდი აღარ ვიტყვი, დაახლოებით 200მდე სატელიტი მექნება ნათამაშები, დაახლოებით 90–100 მოგებით. ნუ დონე უდაბლესია გეთანხმებით :D ჩვეულებრივ ტურნირებზეც საპრიზოში ხშირად გავდიოდი. რამდენიმე დიდ ტურნირზე საშინელი ბედ ბითებით გამოვვარდი, ამ კვირასაც აა ვს კკ, პირველივე კარტი კ. სამწუხაროდ აა–ში გამოვარდნის ბალანსი ჯერ ძაან დარღვეულია, წინა კვირასაც ეგრე გამოვარდი, 99–სთაბ, იმის წინ 555 სეტი რივერზე ჩამოგდებულ ისევ ვალეტთან, თუმცა ლონგ რანში დაბალანსდება და ეს მაწყნარებს. მოკლედ ქეშიდან ტურნირებზე 100%–ით გადავერთე, საკმაოდ პლუსშო გავდივარ 2 თვეა, ბევრი ვისწავლე ამასობაში, რომ მახსენდება ჩემი ძველი დონე ახლანდელთან, ცუდად ვხდები.

რა არის ჩემთვის პოკერი ორი სიტყვით დავწერ. ლაივში თითქმის არ ვთამაშობ, თუმცა მანდ უფრო მომეწონება. ჯერჯერობით ფულის შოვნის საშუალებაა, მეტი არაფერი. მაგრად მეზარება თამაში, თუმცა სანდი 100კ და ა.შ. ტურნირებს ვიტან და მსიამოვნებს კიდეც ბოლოსკენ როცა ვარ :D უბრალოდ სიამოვნებას თამაშით ვერ ვიღებ, მხოლოდ მაშინ, როცა ვიგებ. ანუ შედეგზე ორიენტირებული ვარ და ის ფაქტი, რომ თამაშით ვაჯობე ვიღაცას და უბრალოდ გამიცისკრა, ვერაფერი შვებაა ხოლმე ჩემთვის. აი სულ სხვა საქმე იქნება ლას–ვეგასში ლაივში ნორმალურ ადამიანებთან რომ მომიწიოს თამაში. ჭკვიან და დასტოინ ხალხთან და არა 100 ლარის გამო დედას რომ გაგინებს ისეთ ფსიხთან. ასეთ ადამიანებთან თამაში ძაან საინტერესო იქნება, მუდმივი გამოწვევა შენთვის, დაახლოებით ის პონტია, IQ-ში ყოველდღე შეჯიბრი რომ გქონდეს, მე ხომ მიყვარს მსგავსი ტიპის გამოცდები და გამოწვევები.

რა მაკლია პოკერში:

1. გამოცდილება – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამოცდილების ფონზე, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად ვიცი თამაში, მაინც ძალიან მაკლია. ვიცი, რომ მეტი გამოცდილება რომ მქონდეს ბევრად მაგარი ვიქნები

2. თამაშის სიყვარული – მაკლია. უკეთ ვითამაშებდი, თამაში რომ მიყვარდეს მეტად :) როცა ვისვენებ, კი მენატრება ხოლმე თამაში, მაგრამ მალევე მბეზრდება. ზოგადად, ეს მობეზრების პრობლემა თითქმის ყველაფერში მაქვს

3. გამბედაობა – ვცდილობ შიშის მიუხედავად მაინც მივიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაღაც გავლენას მაინც ახდენს, თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობ და ასეთ დროს ჩემი ერთი მეგობრის სიტყვებს ვიხსენებ: “როცა იცი სწორი რა არის, უდრის არ უნდა შეგეშინდესო”, მეც ვცდილობ შიშის გავლენა დავძლიო და სწორად ვითამაშო. არ ვარგა პოკერში ინსტიქტებს აყოლა

4. ნებისყოფა – ზოგადად მოუთემენლი ვარ, პოკერშიც, მაგრამ ძაან საგანგაშოდ არა

5. განათლება – ბევრი რამე მაქვს წასაკითხი. წავიკითხავ თანდათან

საბოლოოდ არ ვაპირებ პოკერით ვიცხოვრო. არაა ჩემთვის იმდენად საინტერესო, რომ მთელი ცხოვრება მეტი არაფერი ვაკეთო. ძაან მალე მომბეზრდება. პარალელურად, სიამოვნებით, უბრალოდ ამ ეტაპზე სხვა საქმე არ მაქვს. ისე, ერთი რამე მაქვს პოკერში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქვს, საღად აზროვნების უნარი, ანუ არ მეკეტება და ყოველთვის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შემიძლია დავინახო ჩემი შეცდომა და ისიც, რაც მაგრად არ მაწყობს. ძალით არასდროს არ ვეძებ კომბინაციებს, რომელსაც ვუგებ, რომ ჩემი ლუზი ქოლი გავამართლო.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.