პოსტში “დროებით უმუშევრობა მინდა” (დალინკვა მეზარება) მიწერია, თუ როგორი კრახი განიცადა ჩემმა პროკურორობამ. ამ კრახმა თოვლის გუნდის ეფექტი გამოიჩინა და პროკურატუტის შემდეგ, ჯერ სასამართლო სისტემა, შემდეგ ადვოკატურა და მერე საერთოდ იურისტობა შემაძულა. სამაგისტრო თემა მაქვს დასაწერი და უკვე სული მეხუთება, რაღაც იდიოტობები რომ უნდა ვწერო, რომელიც რეალობისგან ისე შორსაა, როგორც ცა დედამიწისგან. იურისპრუდენციაში ყველაფერი ვიცი-მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ჩემთვის ეს თემა ამოიწურა მაინც, უკვე ძალიან უინტერესო და მოსაბეზრებელი გახდა ეს ძალიან მარტივი რაღაცეები, რომელსაც საშუალო განვითარების ადამიანის შესაძლებლობების 10% ეყოფოდა ალბათ. საშინლად მეშლება ნერვები, რომ საკუთარი თავი ამ 2-ჯერ 2-სთვის გავიმეტე (დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში კიდე შეიძლებოდა რამე საინტერესო გენახა იურისტობაში) მაშინ, როცა შემეძლო ნებისმიერი სხვა პროფესია ამეთვისებინდა: ექიმის, ეკონომისტის, მსახიობის, მომღერლის, მოცეკვავის და ა.შ. ერთდაერთი ის მაშვიდებს, რომ ჯერ 22 წლის ვარ და შემიძლია მაგისტრატურა სხვა სპეციალობით გავიარო, ამას რომ მოვრჩები და მერე ორდიპლომიანს თავისუფლად შემეძლება ვიტაქსაო
:D:D
ამოცანა გვეკითხება: თუ მაინტერესებს ფსიქოლოგია და მარკეტინგი, მეტ-ნაკლებად ორივეში ვერკვევი და ორივე სფერო “საჩემოა”, მაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნება, “უნარები” ჩემი სფეროა
:D და მათემატიკაშიც არ მოვიკოჭლებ, ნორმალურად ვიცი ინგლისური, რუსული სამიანზე, მაგრამ ვაპირებ გაუმჯობესებას, მჭირდება აუცილებლად თავისუფალი სამსახური, არანაირი მკაცრი დისციპლინა, დრესკოდი (ნუ ახლა ჯინსის შორტებით სიარულს არ ვაპირებ, უბრალოდ მაინდამაინც კლასიკური ჩაცმულობა, შარვალ-კოსტუმი და შეკრული თმები არ მინდა) და ტრალი-ვალი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, კარგი შემოსავალი, მინუმუმ 1500 GEL თვეში, ფსიქოლოგიის მაგისტრატურას მირჩევდით თუ მარკეტინგისას? რამდენად კარგად “მუშაობს” კარგი ფსიქოლოგი და რამდენად დიდი მოთხოვნაა კარგ მარკეტოლოგზე?


V E R S U S
გამიადვილეთ არჩევანი

Posted by Chiamaria on November 17, 2011 at 13:45
მარკეტინგი. მოთხოვნა არ ვიცი და კარგ მარკეტოლოგს საკუთარი ბიზნესის აწყობაც ეხცოდინება
Posted by TFromJungle on November 17, 2011 at 17:06
ისე ეგ მაგარი არგუმენტია, თან ადრე თუ გვიან აუცილებლად შევეჭიდები რამე ბიზნესს, მადლობა
Posted by Tamta Chitanava on November 18, 2011 at 14:40
ფსიქოლოგად უნდა იმუშაო მერე თუ როგორ წარმოგიდგენია მაგ მხრივ?
Posted by TFromJungle on November 18, 2011 at 17:18
albat, magram tu dadis vinme fsiqologtan ar vici
) ar vicnob eget adamians. arasamtavroebSi da egre ar minda, uechveli damoukidebel fsiqologad,magram axla tsu-s saitze vnaxe da bakalavriati magati unda gqondes da marketingi kide calke ar aqvt, biznesis administrireba aqvt da iq nebismieri diplomit shemidzlia da albat iq chavabareb. benduqidzis universitetshi mindoda da 6000 evroa gadasaxdeli
:D:D:D